ძარცვა “კანონიერი ქურდების” ხელმძღვანელობით – მადრიდში ადგილობრივმა პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა.
ირკვევა, რომ სპეცოპერაცია ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობით ჩატარდა.
ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაცია 7 საცხოვრებელ სახლში ჩატარდა და ამოღებულია 32 ძვირადღირებული საათი, 259 ძვირადღირებული სამკაული – კულონი, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ძვირფასი ქვები, 79 ელექტრონული მოწყობილობა – მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და მუსიკალური ინსტრუმენტები.
პოლიცია, ამ დროისთვის 14 ბინის ძარცვის შესახებ საუბრობს. არ არის გამორიცხული დაკავებულთა წრე კიდევ გაიზარდოს. “პირველების” ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.