” წყალწითელა
ვკლავთ უნიკალურ მდინარეს ჩვენივე ხელით. მდინარეს რომელიც ცნობილი იყო ყველაზე მრავალფეროვანი თევზის სახეობით საქართველოში.
ბრაკონიერები ცალკე საკითხია და გრანიტის დამამუშავებელი საწარმოებიდან ჩადინებული წყალი კიდე სხვა.
ესეთ წყალში:
1 – მზის სხივი ვერ აღწევს საჭირო სიღრმეზე და ვერ ვითარდება წყალქვეშა ფლორა და ფაუნა.
2 – ცუდი მხედველობის გამო თევზს უჭირს საკვების მოპოვება. ცალკე საკითხია და გასარკვევია როგორ ხდება ლაყუჩებში ამ ყველაფრის დალექვა და დროთა განმავლობაში როგორ მოქმედებს ეს იხტიო ფაუნაზე.
3 – დაბინძურებული წყლის გამო თევზი იძულებულია გავიდეს ნაპირებზე, შედარებით სუფთა წყალში, რაც იწვევს პატარა ტერიტორიაზე ბევრი თევზის თავშეყრას და მტაცებელი სახეობებისაგან სხვა სახეობის ადვილად მონადირეებას.
ესე თუ გაგრძელდა წყალწითელას ორპირი – გელათი მოწამეთის მონაკვეთზე აღარაფერი ცოცხალი აღარ შერჩება.”-ვიდეოს სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებელი გიორგი ენუქიძე ავრცელებს