ტრაგედია მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთში.
2 წლის ბავშვი მეორე სართულიდან, სავარაუდოდ ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სხვა დეტალები უცნობია.