ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუჩერდა. ეს ნიშნავს, რომ დახმარების მიღება, უკეთეს შემთხვევაში, ერთი თვით დაუგვიანდებათ. საკუტარი პროტესტი მათ სოციალური სააგენტოს შენობასთან დააფიქსირეს და დახმარების დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვეს.
,,რა ვაჭამოთ ბავშვებს, როგორ გადავიხადოთ დენისა და გაზის გადასახადი?” -ამ კითხვებით სოციალურად დაუცველებმა სოციალური დაცვის სააგენტოს მიმართეს.
მათი ნაწილის განცხადებით დახარება ერთი თვის წინ დაენიშნათ, თუმცა სარგებლობაც ვერ მოასწერ ისე შეუჩერდათ.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სოციალური სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ჭიღლაძემ. მისი განმარტებით დახმარების შეჩერება პერიოდულ პროცედურას წარმოადგენს და გადამოწმების შემდეგ ამ ადამიანებს დახმადება ისევ აღუდგებათ, თუმცა აღნიშნა რომ სოციალურიდან გამოყოფილ თანხას ისინი ამ თვეში ვერ მიიღებენ.
როგორც ირკვევა, არანაირი პრევენცია იმისათვის, რომ მართლაც კრიტიკული შედეგი არ დადგეს არ არსებობს. ადგილობრივი ხელისუფლება სოციალური პრობლემების შესამსუბუქებლად ერთჯერადი დახმარების მეთოდს მიმართავს.
სტატუსშეჩერებულ ბენეფიციართა მდგომარეობას ის გარემოება კიდევ უფრო ართულებს, რომ მათზე მადლიერების სახლის ერთჯერადი კვების ტალონიც არ გაიცემა.