ვიდეომიმართვის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად :
,,კვირას 22 მარტს საქართველოს დროით 22 საათზე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში და ჩვენს ოჯახებში უფლის შემწეობით ერთობლივად ვანთებთ სანთლებს, კორონავირუსისაგან თავდასაცავად და დაინფიცირებულთა განსაკურნებლად. მეუფეთა და მოძღვართა კურთხევით, მომლოცველობას უერთდება საქართველოს ყველა რეგიონი. უწმინდესის კურთხევით იკითხება: ,,მამაო ჩვენო”, ,,ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ” ,,, მოწყალების კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო” და სახარების ერთი თავი. თხოვნაა, გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მოყვასს. დაგლოცოთ უფალამა და ღვთისმშობელმა დაგიფაროთ ამინ!”