გორის ცენტრში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა სტალინის და ჭავჭავაძის კვეთაზე, შუქნიშანთან მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებული. მძღოლები კი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.