ზესტაფონში მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების ინფორმაციით მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ფარგლებში, გვირაბები გაყავთ , მიწისქვეშა ბიძგები კი იმდენად ძლიერია, რომ კორპუსები და საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა.
მოსახლეობას ხელთ ექსპერტიზის დასკვნაც აქვთ, სადაც პირდაპირ წერია, რომ შენობაში ცხოვრება საფრთხის შემცველია.
ჩვენი ბრალი არ არის, ეს კორპუსი ძველიაო და ერთმანეთს ახოცავენ ხელებს. მთელი სახლი გაბზარულია, იატაკიც გაბზარულია, – ამბობს ერთ-ერთი მოსახლე.