ერთი კაცის პროტესტი – ბათუმში მოქალაქე დავით ბურჭულაძემ კარავი გაშალა.
მას რამდენიმე მოთხოვნა აქვს – გაიზარდოს პენსია მინიმუმ 500 ლარამდე; პენსიონერების ჯანდაცვის სრული პაკეტით უზრუნველყოფა. ასევე 5%-მდე შემცირდეს საპენსიო სესხი.
ბურჭულაძემ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო და ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, სამომავლოდ შესაძლოა შიმშილობაც დაიწყოს.