პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, დღეს ნამოხვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია. ადგილზე შეკრებილებმა ჯვრის აღმართვა სცადეს, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს კამერებთან საკუთარი გულისტკივილი და ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერებისაკენ მოუწოდეს.
თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ
თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაცია განხორციელდება 34 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 4 თანამესაკუთრე ჰყავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ექცევა...









