“უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო ჯიხაიას.
არსებობენ ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ სინათლეს ასხივებენ……. ნინო სწორედ ასეთი იყო – საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი და კეთილი… ის ნაადრევად გაგვიფრინდა………
ნინომ თან წაიღო ჩვენი გულის ნაწილი, თუმცა დაგვიტოვა უდიდესი სიკეთე, სითბო და სიყვარული, რომელსაც ასე უხვად გასცემდა თანაკლასელებისა და მასწავლებლების მიმართ.
მისი ბრძოლა და სიმტკიცე ჩვენთვის მაგალითად დარჩება, ხოლო მისი ღიმილი – დაუვიწყარ მოგონებად…
ასმეექვსე სკოლა ის დირექცია, ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები, მოსწავლეები ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას. თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესია…
ასმეექვსე სკოლა ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და ვლოცულობთ მისი სულისთვის.
მშვიდობით, ჩვენო თბილო და საყვარელო ნინიკო!” – წერს 106-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში.
ნინო ჯიხაიას ემშვიდოდება სოციალურ ქსელში თავისი პედაგოგი თამუნდა მეშველიანი.
“მე ერთი პატარა საოცრათ თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი ( მოსწავლე) მყავდა, სახელად ნინიკოის გუშინ ღამით ანგელოზთა დასს შეურთდა.ჩაქრა ჩვენი მანათობელი ვარსკვლავი,მაგრამ ზეცაში აენთო და იქ გააგრძელებს ნათებას!ის დედამიწაზეც ანგელოზად იყო მოვლენილი, კლასში შესულს სულ ხელებ გაშლილი მხვდებობა, მისი ჩახუტებით და ( მიყვარხათ მას) ამ სიტყვებით იწყებოდა ჩვენი ყოველი გაკვეთილი . ჩემო ნინიკო მე მოვიკრებ ძალას და ისევ შევალ შენს კლასში გაკვეთილის ჩასატარებლად, შენ ისევ ისე გაშლი ფრთებს და ჩამეხუტები როგორც ძველად, მაგრამ უკვე ჩემს წარმოსახვაში.შენი ბოლო ჩახუტება და სიტყვები მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !………ვუსამძიმრებ შენს მშობლებსუფალმა გაგაძლიეროთ.შენს კლასს 8/ვ კლასიდა 106 საჯარო სკოლას.” – წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯიხაიას მასწავლებელი.










