30 გამოჯანმრთელებული და ერთი გარდაცვლილი-ასეთია “კლინიკა ბომონდში” გასული 24 საათის სტატისტიკა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ორსულები, ხანდაზმულები და ბავშვები. კლინიკას დღეს 11 ორსული დატოვებს, რომელთაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაამარცხეს. პაციენტები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან. კლინიკაში შემოსვლის მომენტში ორსულებს ორმხრივი პნევმონია, ფილტვის 50 პროცენტზე მეტი დაზიანება, სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და ხველა აღენიშნებოდათ. “34 კვირის ორსული ვიყავი, როდესაც კორონავირუსი დამიდასტურდა. მასწავლებელი ვარ და სამსახურში მოხდა ჩემი დაინფიცირება. როცა გავიგე, ვირუსი მქონდა, ავნერვიულდი, რთული მდგომარეობა მქონდა, ძაან მძიმედ ვიყავი. გარდა იმისა, რომ აქ მიმკურნალეს და მომარჩინეს, ისე მომიდგნენ, ნერვიულობა დამავიწყდა,”-ამბობს მირანდა მამისეიშვილი. რაც შეეხება გარდაცვლილს, ის 84 წლის მამაკაცია. კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტს ორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა და ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის...










