ნინო მეტონიძე სოფელ ნამანევის სკოლის ერთადერთი მოსწავლეა და წელს ის დამამთავრებელ, მე-12 კლასში გადავიდა. დღეს, 16 სექტემბერს სკოლამ და ნინომ ერთად დაიწყეს ბოლო სასწავლო წლის ათვლა.
ნინო ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორიში დედასთან, მაკა მეტონიძესთან ერთად ცხოვრობს. ნამანევის სკოლაში მისასვლელად კი მას ექსვი კილომეტრის ფეხით გავლა უწევს.
როგორც ნინო “მეგა ტვ”-თან საუბრისას აცხადებს ახალი სასწავლო წელი კარგად და მხიარულად დაიწყო. მოლოდინები დიდი აქვს წელს ხომ სკოლას ამთავრდებს და წინ სტუდენტობა ელოდება. როგორც ნინო ჩვენთან საუბრისას ამბობს მას უნივერსიტეტში ჩაბარება სურს. უნდა რომ გიდის პროფესია და ფოტოგრაფია შეისწავლოს.
\
როგორც სკოლის დირექტორი, გიორგი ჭელიძე ამბობს ნამანევის სკოლა მცირეკონტიგენტიანი იყო წლების განმავლობაში, თუმცა მხოლოდ ერთი მოსწავლე პირველად ჰყავთ.
ნამანევის სკოლა ოთხი სოფელს ეკუთვნის და აქ სულ 150 მოსახლეა, ვინც ზამთარს სოფელში ატარებს.
გასულ წელს გიორგი ჭელიძე ამბობდა: “დაამთავრებს, ალბათ, გაისად ნინო და ჩვენი სკოლაც დამთავრდება”