9 ნოემბერს “არტარეა” წარმოგიდგენთ, ერეკლე დეისაძის და თემო ეზუგბაიას პროექტის Eko & Vinda Folio ლაივს, მათი სადებიუტო ალბომის “თერაპია” პირველ ცოცხალ შესრულებას, წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის “მედეა” ტერიტორიაზე.
“თერაპია” ფრანგულ მუსიკალურ ლეიბლზე, Talitres-ზე 2019 წლის სექტემბერში გამოვიდა, ამავე ლეიბლის ეგიდით 2019 წლის ნოემბრიდან დაგეგმილია Eko & Vinda Folio-ს ტურნე საფრანგეთში. აქვე გეტყვით, რომ არტარეას პროექტი “არტარეა ფესტივალი” წელს მეორედ ტარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში Check in Georgia-ს ფარგლებში.
წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში უკვე ჩატარდა 3 ლაივი: 1. ჭიათურა – კაიაკატა, 2. რუსთავი – kordz & Dro, სპეციალური სტუმარი – TETSO 3. გორი – გიორგი ცაგარელის სიმებიანი ორკესტრი და ნიკა კოჩაროვი.
წლევანდელი ფესტივალი კი გასაოცარი ლაივით 9 ნოემბერს დასრულდება, სადაც ახალ კომპოზიციებთან ერთად უკვე თქვენთვის კარგად ნაცნობი 2 სიმღერაც შესრულდება. თერაპია წყალტუბოში თქვენ გელით. დასწრება თავისუფალია.