თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა და რატიფიკაციისთვის პარლამენტს გადაუგზავნა. პრეზიდენტს დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. 4 აპრილს ფინეთი ოფიციალურად გახდა ალიანის 31-ე წევრი. შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი აფერხებდა. თუმცა, 10 ივლისს, NATO-ს ვილნიუსის სამიტის წინ, ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა










