ქუთაისის კონსერვატორიის ხელმძღვანელი რუსუდან ლორთქიფანიძე დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
მუსიკალური ეპოქის შემქმნელი მშობლიური კონსერვატორიის შენობიდან გამოასვენეს, რომელსაც დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა.
მუსიკოსს ქალაქი, უახლოსეი მეგობრები და კოლეგები გამოემშვიდობნენ.
ქუთაისის კონსერვატორიის ხელმძღვანელი რუსუდან ლორთქიფანიძე მოულოდნელად, ტრაგიკულად გარდაიცვალა.
რუსუდან ლორთქიფანიძემ დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის |სახელმწიფო კონსერვატორია, კვალიფილაცია-მუსიკის- მცოდნე, მუსიკალურ-თეორიული დისციპლინების მასწავლებელი. სამუშაო გამოცდილება: სსიპ–აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტ მოწვეული მასწავლებელი (სოლფეჯიოს სასწავლო კურსი), საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი – პროფესორი სხვადასხვა წლებში იყო საქალაქო, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ჟიურის თავმჯდომარე / თანათავმჯდომარე / საპატიო თავმჯდომარე.
20 წელზე მეტია აორგანიზებს და ხელმძღვანელობს იმერეთში კლასკური მუსიკის საყმაწვილო ფესტივალს „დელფიადა“. უწევდა კონსულტაციებს და უტარებდა მასტერ-კლასს იმერეთის რეგიონის სამუსიკო დაწესებულებებს. მონაწილეობდა იმერეთის მხარის სამუსიკო სკოლების მასწავლებელთათვის განკუთვნილ სემინარებში.
იყო ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ამიერკავკასიის ხალხთა აკადემიის წევრობის კანდიდატი, საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს წევრი, ჭიათურის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მხარდამჭერთა საბჭოს წევრი, მეცენატის ბარათი. ქუთაისის მ. ბალანჩვაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხარდაჭერისთვის.