საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინაში ვიზიტის ფიქსირებული გეგმები არ აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაბამის მომენტში ეწვევა უკრაინას. რამდენიმე ვარიანტი შესწავლილია, ამ ეტაპზე არაფერია ფიქსირებული“, – განაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მანამდე გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა უარი თქვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაზე იმის შესახებ, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი ხუთშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად, კიევში გაემგზავრება.
ინფორმაცია შოლცის კიევში ვიზიტის შესახებ „ბილდმა“ გაავრცელა.









