შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით, ხმოვანი იარაღის შემოტანა საქართველოში დაექვემდებარება ნებართვას. საუბარია ხმოვან იარაღზე, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში. გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ანუ წიწაკის სპრეის იმპორტიც დაექვემდებარება ნებართვას; შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე; ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები შეძლებენ მის შემოტანას და გამოყენებას.
რა პროდუქტის შეგზავნა შეგეძლებათ გიორგობას ციხეებში
სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:...










