ელექტრონული სიგარეტების გამოყენებასთან დაკავშირებით უმძიმესი შედეგებია, – ამის შესახებ “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ელექტრო სიგარეტების მოხმარების უარყოფით შედეგებზეც ისაუბრა.
ბახტურიძის თქმით, აღნიშნული სახის სიგარეტში ათასობით ტოქსიური ნივთიერება შედის, რის გამოც მისი მოხმარება, როგორც მწეველების, ასევე გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
„ათასობით ფაქტია დაფიქსირებული, როდესაც დგინდება ფილტვის ჯერ კიდევ დაუდგენელი დაავადება და გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევაც იყო. ეს ეხება ძირითადად ახალგაზრდებს, რომლებიც 1-2 წლის განმავლობაში ინტენსიურად მოიხმარდნენ ამ სახის სიგარეტს. ეს სიგარეტი არის დიდი მოცულობის მოწყობილობა. მასში აზავებენ სხვადასხვა სახის ნივთიერებებს. ასეთი ნივთიერება არის დაახლოებით 13 ათასი, რომლებიც არის ქიმიური, ტოქსიური და კარცენოგენური, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ მწეველს, არამედ გარშემომყოფებსაც.
მსოფლიოს 50 ქვეყანა კრძლავს ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას, ასევე გახურებადი თამბაქოსგან თავისუფალია” , – განაცხადა ბახტურიძემ.