![]()
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის და მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია #82-ე კოვიდ-უბნების ოქმების ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ მონაცემები გაყალბებულია.
“მაშინ, როდესაც ბევრ სხვა უბანზე ხმათა უმრავლესობით ვიგებთ და დათვლილ მონაცემებს გვაწვდიან, ესაა პირველი უბანი, რომელიც ცესკოს საიტზე იტვირთება – გაყალბებული ოქმები, სადაც შესწორების ფურცლის ატვირთვამდე ნოდარ ტურძელაძეს 41 ხმა უწერია, ჩვენ კი 1, როცა ზუსტად ვიცით, რომ ამ უბანზე ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავდა”, – წერს ელენე ხოშტარია.
ხოშტარიას თქმით, “ქართული ოცნება” ამ გზით ცდილობს ხალხში იმის განცდა გააჩინოს, რომ არჩევნებს იგებს, ამისთვის კი ცესკოს იყენებს.
“არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას. თითოეული ხმისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – წერს ის.










