LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ელანდებათ ციხეებში ამბოხი, კრიზისი და სხვა უბედურებები” – ვის პასუხობს თეა წულუკიანი

დაპოსტა 2020/04/10-ში
113
ნახვა
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების ნაწილი პრეზიდენტის შეწყალებას აპროტესტებს და შიმშილობს. როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქალთა ციხეში სიმშვიდეა.

„მთავარ არხს“ და მათ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის ელანდებათ ციხეებში ამბოხი, კრიზისი და სხვა უბედურებები, რომელსაც თვითონ დადგამდნენ ხოლმე თავის დროზე ციხეში. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი მდგომარეობა საპატიმროებში და პირველ რიგში ქალებთან იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პოპულაციის და კონტინგენტის ნაწილი, რომელიც არის რა თქმა უნდა, ძალიან სენსიტიური, რადგან გარეთ მათ მოხუცი მშობლები და შვილები ელოდებიან. მაგრამ ყველაზე შეგნებული ნაწილიც ჩვენი კონტინგენტის. ამიტომაც არის რა თქმა უნდა, სიმშვიდე. არავის უკვირს, რომ ყველა პატიმარს უნდა დაუბრუნდეს ოჯახს და თავისუფლებას დღესვე ან ხვალ დილით, ეს არის ყველა პატიმრის ოცნება და ნატვრა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რა კრიტერიუმების მიხედვით შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული.

„მინდა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა, რადგან მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მოხდა შეწყალება, იყო ის, რომ დანაშაული არ უნდა ყოფილიყო ძალადობრივი, რომც ყოფილიყო ეს დანაშაული სამართლებრივი გაგებით მძიმე კატეგორიის; მაგალითად, შეწყალება ალბათ ვერ მოხდებოდა იმ ადამიანებზე, ვინც საკუთარ შვილებზე ძალადობის გამოა ციხეში, ან სხვა ტიპის ძალადობრივი ქმედება აქვს ჩადენილი. ამას არც საზოგადოება მიიღებდა და არც ობიექტური კრიტერიუმი იქნებოდა. ასევე კრიტერიუმი იყო ის, რომ მოცემულ ადამიანს შინ უნდა ჰყოლოდა არასრულწლოვანი შვილები და გარკვეული ნაწილი, დიდი ნაწილი სასჯელის ასევე იყო თუ არა მოხდილი, ამის გათვალისწინებაც მოხდა. ამიტომ არაფერი მეთქმის გარდა მადლობისა. შეიძლება როგორც უწყების ხელმძღვანელს მინდოდეს, რომ რაც შეიძლება ბევრი პატიმარი წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია. ჩვენი ვალია მას მადლობა ვუთხრათ, როდესაც საქმე არის სამადლობელი და არ ვუსაყვედუროთ მას რატომ 9 და არა 19“, – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ხელვაჩაურში გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა

იანვარი 27, 2026
6.3k
მთავარი

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება ვრცელდება

იანვარი 27, 2026
102
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს | უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობენ: "სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

იანვარი 27, 2026
251
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 076 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.15%-ით კლებაზე მიუთითებს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

იანვარი 27, 2026
5.1k
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი" ავრცლეებს. ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 27, 2026
941
მთავარი

"თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს...

დაწვრილებითDetails

ინგლისში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იანვარი 27, 2026
186
მთავარი

ინგლისში ქართველი ემიგრანტი, ვახო მინჯია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მას სამშობლოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ და ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.

დაწვრილებითDetails

„მზეჭაბუკი, რომელმაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები…“ – ტრაგედია ლანჩხუთში

იანვარი 27, 2026
478
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში. გურია 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მართლაც ვერ მოძებნი სიტყვებს ამ მწუხარების გადმოსაცემად. ამბობენ, მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდაო...“, - წერენ „ფეისბუქზე“.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინდა

იანვარი 27, 2026
487
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური...

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

იანვარი 27, 2026
1.6k
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს.   ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.   ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
3.5k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».