საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, სანატორიუმებისთვის ინვესტორებს ეძებს.
როგორც BMG-ის მიერ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, რომელიც 2022 წელს დაიწყო, სულ 5 სანატორიუმი გაიყიდა, მათგან 1 – სასტუმრო „მედეა“ სახელმწიფომ უკან დაიბრუნა, რადგან ინვესტორმა ვალდებულები ვერ შეასრულა. 11 სანატორიუმი კი, ამ დრომდე იყიდება.
საპრივატიზაციო სანატორიუმების სია:
“მეგობრობა”: ღირებულება – 5 232 300 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება – 15 696 900 ლარი;
“სავანე“: ღირებულება – 2 123 400 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება – 7 000 000 ლარი;
“წყალტუბო” (ინტურისტი): ღირებულება – 2 988 000, საინვესტიციო ვალდებულება – დემონტაჟის (ძველი პირობა 2022წლის);
“ფილიალი”: ღირებულება – 2 179 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება – 6 537 000 ლარი;
“რკინიგზელი”: ღირებულება – 5 131 000, საინვესტიციო ვალდებულება – 9 273 600 ლარი;
“იმერეთი”: ღირებულება – 3 124 500 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება – 9 373 500;
“გეოლოგი”: ღირებულება – 1 422 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება – 4 266 000 ლარი;
გელათი”: ღირებულება – 1 969 300 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება – 5 907 900 ლარი;
“აია“: ღირებულება – 2 802 300 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება – 8 406 900 ლარი;
“მედეა”: ღირებულება – 5 820 000 ლარი, საინვესტიციო ვალდებულება -10 000 000 ლარი;
“ცისკარი“ – მიმდინარეობს საპრივატიზებო პირობების განახლება.
საპრივატიზაციო სანატორიუმების შესახებ პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე.
წყალტუბოს 15 სანატორიუმიდან გაყიდულია 4 – დაპირების მიუხედავად, ივანიშვილს არცერთი არ უყიდია.