“იქნება ეს არჩილ თალაკვაძე, თუ იქნება ეს სხვა რომელიმე ღირსეული კანდიდატი, მე ვურჩევ, რომ მან შეინარჩუნოს თანმიმდევრული ნაბიჯები, შეინარჩუნოს სიმშვიდე, შეინარჩუნოს პრინციპულობა და იდგეს ექიმების გვერდზე“, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მან ასევე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზადაა, ხელი შეუწყოს ნებისმიერ მის შემცვლელს წარმატებაში.
“მე არ მივდივარ შორს, აქედან გამომდინარე ნებისმიერ ჩემ კოლეგას, რომელიც დაიკავებს ამ ადგილს, ვარ მზად გავუზიარო ის გამოცდილება, რომელიც მე მივიღე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყო მის წარმატებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.










