ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება.
”გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში“ მეორე ნაკადზე დალოდება. რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში – ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი – ქუთაისში და 4 – თბილისში. თბილისის კლინიკებია – ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.