სტოკჰოლმის ჩრდილოეთ ნაწილში 19 წლის შვედი რეპერი ეინა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს.
მედიის ცნობით, მომხდარი შვედური შოუბიზნესისთვის დიდი დანაკლისია, რადგან ახალგაზრდა რეპერი, მიუხედავად ხანმოკლე კარიერისა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა და არაერთი პრესტიჯული ჯილდოს მფლობელი იყო.
მიყენებული ჭრილობების შედეგად მომღერალი გუშინ გვიან ღამით გარდაიცვალა.
შვედეთის პოლიცია რეპერის მკვლელობაში ეჭვმიტანილ 2 ადამიანს ეძებს. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
ეინას თინეიჯერ გულშემატკივრებს მის სახლთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ.