LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვიკა

ეთერში გასვლამდე 15 წუთით ადრე ლუგარიდან დამირეკეს და მითხრეს ის რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა – ვიკა ბუკია

დაპოსტა 2020/09/22-ში
A A
458
ნახვა
გაზიარება
გუშინ საღამოს, ეთერში გასვლამდე 15 წუთით ადრე ლუგარიდან დამირეკეს და მითხრეს: პატარა ნინიას ძიძას ტესტი კიდევ ერთხელ უნდა გავუკეთოთ, რათა კარგად დავრწმუნდეთ პასუხშიო. ყურებში წივილი ვიგრძენი.
სახლში ამოკეტილი ჩემი ბავშვებისთვის და დანარჩენი ოჯახის წევრებისთვის ბოლო ტესტის დღე იყო გუშინ. არ ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა ეს მეთქვა თინიკოსთვის, რომელსაც კორონაზე მეტად მგონი არაფრის ეშინია და რომელსაც სულ ამაოდ ვარწმუნებ ეს დღეები, რომ არ უნდა შეეშინდეს.
ვერ ვალაგებდი აზრებს და შემდეგ მის იზოლაციასაც. ბავშვებს რა ვუყო?
დავურეკე, ვუთხარი, რა თქმა უნდა, ძალიან შეეშინდა. ამ ქალაქში ყველაზე კეთილ და მშრომელ არსებას ეპიდემილოგ ირმა ბურჯანაძეს ვეცი და იმან ყველაფერი გააკეთა, რომ თინიკოს არ შეშინებოდა. რეკავდა ცალკე მასთან და ცალკე ლუგარში, განმეორებითი პასუხების დროზე მისაღებად. მამშვიდებდა ცალკე მე, ცალკე თინიკოს და ბოლოს სოფოსაც მოევლინა ფსიქოლოგად:)
დაუჯერებელი ქალია ირმა.
იცით, მერე რა მოხდა? სხვაზე (და არა ჩემს ორგანიზმზე) ნერვიულობამ შეგძნებების დონეზეც გააქრო ყველა ის დისკომფორტი ჩემში, რომელსაც აქამდე ვგრძნობდი. აღარც ის სიცარიელე იყო მუცელში, აღარც ის უჰაერობა, არც სპაზმი, ხველასაც კი არ შევუწუხებივარ. მხოლოდ ეს მჭირდა: პალატაში დავდიოდით მე და ლევანი და ვფიქრობდით, ვფიქრობდით.
მერე იყო ეთერი.
დამირეკეს.
დავჯექი, ჩართვას დაველოდე.
ამ ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. ტელევიზიაში დიდი რუზრუზი იყო. ჩემთან კი ეს: მე, ჩემი ჩუმი პალატა და ჩემს ტელეფონში გაკვეხებული უცნაური მე, მგონი ცოტა მოსულელო და ნევროტული ღიმილით.
ჩევერთე. არავისთვის არაფერი მითქვამს. ორივეჯერ ისე ჩავერთე გეგონება ბოჭორიშვილის კოვიდ-განყოფილებიდან კი არა, ბალნეოლოგიურ კურორტზე ვიყავი წამოპლაკული.
ეთერი დასრულდა და მე ეს სხვადასხვა ჯგუფებიდან გავიგე. რადგან ისეთ ვითარებაში ვიყავი მხოლოდ ჭერის თვალიერება შემეძლო და თქვენი ჯადოსნური კომენტარების ჩაკითხვა, წამალივით რომ მომაყარეთ ყველაზე საჭირო დროს, საჭირო მომენტში.
და ალბათ ზუსტად მაშინ, როცა უწამყვანოდ დარჩენილი ჩემი გიორგი მაყურებელს ემშვიდობებოდა ირმამ დამირეკა, რომელსაც 2 კვირაა “ჩემი მახარობელი” დავარქვი. ნიმუშები ორჯერ სხვადასხვა ტესტით გადავამოწმეთ და ორივე უარყოფითიაო, მორჩა ეს გაუგებრობა, სანერვიულო აღარააო.
ცრემლები თავისით მოდის ამ დროს. თითქოს რაღაც ღილაკს ვაჯდები. დავრეკე ჩემი შვილის ძიძასთან, რომელიც მგონი მეორედ დაიბადა. ირმას უკვე მოესწრო იქაც დარეკვა და დიდი სიხარულის დატრიალება. მესმოდა სახლში ყველა კიოდა სიხარულისგან.
ტელეფონი გავთიშე და ამიტყდა სიცილი. კი, კიდევ მაქვს ერთი ღილაკი: სიცილის. გამეცინა მთელ ამ ირონიაზე. და კიდევ ჩემს უცნაურ ბედზე, რომ ბოლო წამს მაინც კუდი მომიქნია მაგ საძაგელმა, სანამ ჩემს სახლს, სხეულს და ჩემს არეულ ცხოვრებას დატოვებდა.
რატომღაც მგონია დამტოვა.
აღარც ჩემს სახლშია.
და “ის” არც ჩემს ორგანიზმში აღარაა. ნეტა არ მეჩვენებოდეს
შეგახსენებთ ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას და მის მეუღლეს, ლევან გოგიჩაიშვილის კოვიდ-19 დაუდასტურდათ, ისინი მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიან .
გაზიარება183

დაკავშირებული -პოსტები

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ადვილად შეძლებთ კოლეგებისა და პარტნიორებისგან თანხმობის მიღწევას, მაგრამ ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომლის შესრულებაც შემდეგ გაგიჭირდებათ.     კურო   მოიწყვეთ მყუდრო გარემო და განიტვირთეთ. თუ მარტო ხართ,...

დაწვრილებითDetails

93 წლის ასაკში საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.   პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
გარდაიცვალა გიული ცხადაძე
მთავარი

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს...

დაწვრილებითDetails

კურსებში დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 
მთავარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა....

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

ქ. ქუთაისში დაგეგმილია გ.შერვაშიძის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენის, ღვარსადენის ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და საინაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიამ  646`509 ლარი გამოყო.  NAT260005078 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120...

დაწვრილებითDetails

“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში
მთავარი

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 26 წლის სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რია სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი "ფორ­დის" მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ტრან­სპორ­ტი მო­ცურ­და...

დაწვრილებითDetails

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა - ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს. "გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა პატარის გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"