ევროპულ გზაზე, ნამდვილად აღარ არის მათი ადგილი – ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. სტაინშიკებისა და ქუთაისში “პარკინგ სერვისის” შესახებ წერს:
“ამ თემაზე მინდოდა დამეწერა და თავს ვიკავებდი.
ქუთაისში “პარკინგ სერვისი” რამდენიმე წელია არსებობს და ავტომფლობელს, რომელსაც უნდა ქალაქში პარკირება, ყიდულობს პარკირების იმ პაკეტს, რომელიც მისთვის მისაღებია. მე მაგალითად 1 წლიანებს ვყიდულობ (ცნობისთვის, 40 ლ. ღრს). ეს სერვისი რომ შემოიტანეს, აიკრძალა ე.წ. “სტაიანშიკების” მომსახურება. (მოკლე განმარტება: “სტაიანშიკი -ადამიანი რომელიც გაგაყვანინებთ ავტომობილს ნებისმიერი სიტუაციიდან. მეტად უცნაური ხალხი ზედმეტად მერყევი განწყობით, თუ ხურდას მისცემთ გაიგებთ “გაიხარე ძმაო, დაო” წინააღმდეგ შემთხვევაში მოიკითხავს თქვენი ოჯახის წევრებს, ცოცხალ-მკვდარსა თუ კაბიან-შარვლიანს

) მაგრამ რა, ყოველ დღე ახალ-ახალ და უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით ელექტრიკი ყვითელი ფერის ჟილეტით და დახაზული ჯოხით, ან უჯოხოთ, ხელების ქნევით, რომელთა ნაწილმა, სულაც არ იცის მარჯვენა და მარცხენა

, რომლებმაც მოძებნეს ადგილები და დასაქმდნენ და ისეთ უხერხულში გვაყენებენ, მეტი არ იქნება.
-შენც ადექი და არ გადაუხადო ფულიო, მითხრა ერთმა. არც 20 თეთრზეა საუბარი აქ და არც იმაზე, ვინ გადაუხდის და ვინ არა. მაინტერესებს, ასე მომრავლებულ ამ ადამიანებს რამე სტატუსი აქვთ? პარკინგსერვისის თანამშრომლები არიან? მერიის ზედამხედველობა აღრიცხავს?
დღეს მითხრა სხვათაშორის ერთმა “სტაიანშიკმა” , რომ ვკითხე, რა სტატუსით მუშაობთქო, თანამშრმელი ვარო. რომ არ ჰყავს სტაიანშიკები პარკინგსერვისსთქო, არ დაიბნა და ეგრევე მიპასუხა-მაგი დიდი ხანია გადავარდაო. ჰოო და ასე “აბოლებენ” ან თავს “იბოლებენ” მძღოლები.
მესმის, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ხალხი ათას რამეს იგონებს პურის ფულის საშოვნელად. აგერ, ცნობილი მაკლერი ქალი რომ გვყავს, იმანაც კი დაიმატა სამსახური სტაიანშიკად, მაგრამ, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?
რომ აღარ ვიყიდოთ პარკირების პაკეტი, ჯარიმა გარანტირებულია.
პარკინგსერვისი/Parkingservice
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall
იქნებ რამენაირად მოაგვაროთ ეს პრობლემა.
პ.ს. “სტაიანშიკი” საბჭოთა კავშირში დასაქმებული ადამიანი იყო, ვინც “მილიციასთან” აქტიურად თანამშრომლობდა.
ევროპულ გზაზე, ნამდვილად აღარ არის მათი ადგილი.” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.