საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ევროპის ფონდი შეხვედრებს მართავს. საინფორმაციო შეხვედრა დღეს ღია კარის საგრანტო პროგრამის თაობაზე შედგა. შეხვედრის ფარგლებში ფონდმა დაინტერესებულ ორგანიზაციებს ღია კარის საგრანტო მექანიზმის პირობები და კრიტერიუმები გააცნო. ღია კარის პროგრამა ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და, ამავდროულად, აქვს გავრცობის, რეპლიკაციის და მდგრადობის პოტენციალი. შეხვედრა ორგანიზაცია „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ოფისში გაიმართა. მომდევნო შეხვედრებს ევროპის ფონდი ოზურგეთსა და ბათუმში გამართავს.
ავტომობილი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი
გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...









