ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება – ამის შესახებ ევროკომისიამ „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რითაც უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ევროპის კონტინენტისთვის ისტორიული მომენტის მოწმენი ვართ. უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს – სამივეს პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე სამუშაო აქვს. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათი დემოკრატიებისთვის, ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის. ეს ისტორიული ნაბიჯი ყველას გვაძლიერებს“, – აღნიშნულია ევროკომისიის „ფეისბუქ“ პოსტში.