LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ – საფრანგეთის ელჩი

დაპოსტა 2026/02/24-ში
2
ნახვა
გაზიარება

უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება – მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში. თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა ევროპა წარმოადგენს მთავარ ძალას, რომელიც ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება უკრაინას. ეს უნდა გაგრძელდეს და უნდა გაფართოვდეს.

„ახლა „მსურველთა კოალიციასთან“ ერთად რაღაც ინოვაციურს ვაშენებთ, რაც მნიშვნელოვანი იქნება ევროპისა და საქართველოს ხვალინდელი უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს. ჩვენ, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ”,- განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, ხედავთ თუ არა რაიმე ნიშანს იმისა, რომ საქართველო ცდილობს თავი აარიდოს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების რეჟიმს, ელჩმა უპასუხა :

„იცით, ეს ყველა ლამაზი ქართული სახლის მსგავსია. ყველა ლამაზი ფრანგული სახლის მსგავსია. ისინი ლამაზები არიან, რადგან არის ბზარები, არის ხვრელები და ჩვენ უნდა შევავსოთ ისინი ერთმანეთის მიყოლებით საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და სწორედ ამას ვაკეთებთ ყველა ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ სანქციებისთვის გვერდის ავლა. ამ კოლექტიურ ძალისხმევაში, რომლის ნაწილიც საქართველოა, რაც მნიშვნელოვანია და სასწორზე დევს, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ იშლება რუსეთის ეკონომიკა ნელ-ნელა. ჩვენ ვხედავთ ნავთობისგან მიღებული საგადასახადო შემოსავლების კლებას და ეს ძალისხმევა მხოლოდ მაშინ არის პროდუქტიული, თუ ის სისტემატური და გრძელვადიანია. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია რუსეთის ომის მანქანის დასუსტება და საქართველო, ცხადია, ამ ძალისხმევის ნაწილია და ჩვენ აბსოლუტურად გვსურს, რომ საქართველო კიდევ უფრო პროაქტიური იყოს ამ ძალისხმევაში, როგორც ამას ჩვენც ვცდილობთ. ეს კოლექტიური ძალისხმევაა. საქმე არ არის ამა თუ იმ ქვეყნის მითითებაში, საქმე ეხება ერთად აქტიურ მუშაობას, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოებაა“, – აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა დასავლეთში რაიმე ეჭვი, რომ საქართველო ამჟამად რუსეთს ეხმარება, რადგან ქვეყნის პარტნიორებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი განცხადება ისმის, ელჩმა უპასუხა:

„ბევრ განცხადებას ვისმენთ, მაგრამ ამ საკითხებში სიმშვიდე და ცივი გონება უნდა შევინარჩუნოთ. საქართველო ნამდვილად თანამშრომლობს ყველა დასავლურ ქვეყანასთან, სანქციებისგან ნებისმიერი გვერდის ავლის თავიდან აცილების მცდელობაში. გავაგრძელებთ მათთან მუშაობას, რათა აღმოვფხვრათ ხვრელები, თუ ისინი არსებობს“, – აღნიშნა ელჩმა.

გაზიარება1

დაკავშირებული -პოსტები

სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაძვირდა – საქსტატი

თებერვალი 24, 2026
4
ეკონომიკა

2025 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 21.6 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის კვლევაში. წინა კვარტალთან შედარებით კი, აღნიშნული ინდექსი...

დაწვრილებითDetails

არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა – რას ამბობს ექიმი ჩვილზე, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 24, 2026
91
მთავარი

ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა, ისევ რთულია | ამის შესახებ ექიმმა, "მედინას" კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ "მთავართან" საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ახალშობილს დამატებითი ოპერაციები ჩაუტარდა და...

დაწვრილებითDetails

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა

თებერვალი 24, 2026
3
მთავარი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის...

დაწვრილებითDetails

იანვარში ჯარიმა/საურავებიდან ბიუჯეტში 40.5 მილიონი ლარი შევიდა

თებერვალი 24, 2026
9
ეკონომიკა

2026 წლის იანვარში, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 19 მლნ ლარით, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 11 მლნ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების...

დაწვრილებითDetails

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა

თებერვალი 24, 2026
115
მთავარი

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა. მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო,...

დაწვრილებითDetails

დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

თებერვალი 24, 2026
26
მთავარი

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც – პეტერ ფიშერი

თებერვალი 24, 2026
11
მთავარი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. როგორც ელჩმა, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს

თებერვალი 24, 2026
399
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails

(რუსეთი) მოლდოვიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდა, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც – კაია კალასი

თებერვალი 24, 2026
9
მთავარი

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა...

დაწვრილებითDetails

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა – ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი

თებერვალი 24, 2026
6
მთავარი

"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშის პროექტში წერია. საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს რასა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».