7 აპრილს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი წევრი ქვეყნებისგან ითხოვს:
– საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად
– უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას და მოცულობის ზრდას
– სრულ ემბარგოს რუსულ ენერგიაზე: გაზი, ნავთობი, ქვანახშირი
– ევროპის ტერიტორიული წყლების (არა მარტო პორტების) დახურვას რუსული გემებისთვის
– სატვირთო ავტოგადაზიდვების შეწყვეტას რუსეთთან და ბელარუსთან
– რუსეთის გარიცხვას G20, WTO, UNHRC, UNESCO, Interpol და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
– ბელარუსისთვის იგივე სიმძიმის სანქციების დაწესებას, რაც რუსეთისთვის
– პუტინთან და ლუკაშენკასთან დაახლოებული პირების აქტივების “ჩამორთმევას”










