LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა

ევროკომისია საზღვარზე საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა

დაპოსტა 2026/03/07-ში
A A
46
ნახვა
გაზიარება

ევროკომისია საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ევროკომისია დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს.

„ახლა მათ მოეთხოვებათ ვიზა ოფიციალური მიზნებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, დღეს კომისიამ მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და მესაზღვრეებისთვის, რათა წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმაროს.

„სახელმძღვანელო პრინციპები ევროკავშირის გარე საზღვრებს გადამკვეთი საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმების რეკომენდაციას იძლევა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას უნდა გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შესვლის აკრძალვა. წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლა/გასვლის სისტემა, რომელიც ევროკავშირში თანდათანობით ინერგება გასული წლის ოქტომბრიდან, უზრუნველყოფს უსაფრთხოების შემოწმების დამატებით ფენას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გარდა ამისა, როდესაც ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები შენგენის ვიზაზე განაცხადს აკეთებენ, წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ რეკომენდაცია, ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება, ჩაატარონ ინტერვიუ და მოითხოვონ ამ განმცხადებლებისგან დამადასტურებელი დოკუმენტები.

„წევრმა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან ვიზების გაცემაზე, თუ განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არსებობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმძღვანელო პრინციპები წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე 27 მარტს წარედგინება და „კომისია წევრ სახელმწიფოებთან ერთად მჭიდროდ დააკვირდება მათ განხორციელებას”.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

რატომ იზრდება კანიონებსა და მღვიმეებში შესვლის გადასახადი

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა
მთავარი

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს კანიონებისა და მღვიმეების ნაწილზე შესვლის გადასახადი იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, გადასახადის ზრდა დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან. ამასთანავე, სააგენტოში...

დაწვრილებითDetails

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა. როგორც განცხადებაშია მითითებული, გადაწყვეტილება მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს. "მგზავრების, აეროპორტის პერსონალისა და ავიაკომპანიების ეკიპაჟების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში (DXB) ოპერაციები დროებით შეჩერებულია....

დაწვრილებითDetails

ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 15 295-მა მოქალაქემ მიმართა

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების რეიტინგში რეგიონში მე-2 ადგილზეა
მთავარი

2025 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნები წლიურად 19%-ით შემცირდა - ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2025 წლის ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, შემცირება ძირითადად განპირობებული იყო სირიის, ბანგლადეშისა და თურქეთის მოქალაქეების...

დაწვრილებითDetails

რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს ფაკულტეტების მიხედვით – 2026 წლის სია

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა – დეტალები
მთავარი

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ფაკულტეტების მიხედვით ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი განისაზღვრა. ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. უფრო კონკრეტულად, "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ, საგნების ჩამონათვალს კონკრეტული ფაკულტეტებისთვის: განათლების მეცნიერება...

დაწვრილებითDetails

როგორ შეიცვალა საწვავის ფასები საქართველოში

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. შედეგად, პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 92.69 დოლარით (+8.51%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

კრემლი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
“დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს”-რუსეთის საგარეო დაზვერვა
მთავარი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. რუსული მხარის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა პეზეშკიანს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი...

დაწვრილებითDetails

სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება, თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„ჯარიმა 100 ლარი და მინუს 20 ქულაა“ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება. საუბარია...

დაწვრილებითDetails

“უფლის გეშინოდეს..”- ძაღლი მოკლეს და მდინარეში გადააგდეს – რას წერს მოქალაქე

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქართლის ამბები ავრცელებს. მათივე ცნობით, გასროლის ხმა ძაღლის მეპატრონემ თავად გაიგო  "ჩემი ძაღლი რომ მოკალი, თავი...

დაწვრილებითDetails

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს! – ცნობილია ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის განაჩენი

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება
მთავარი

ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"