ევროკავშირმა ფერმერებისთვის მცირე ოდენობის სახელმწიფო დახმარების მიღების წესები შეამსუბუქა. ევროკომისიის განცხადებით, ახალი კანონის მიხედვით, ფერმერებს შეუძლიათ, მიიღონ მეტი სახელმწიფო დახმარება რეგულაციური ზედამხედველობის გარეშე, რადგან მიაჩნიათ, რომ ამას არ აქვს გავლენა კონკურენციასა და ვაჭრობაზე.
კომპანიას ევროკავშირთან შეტყობინების გარეშე, შეეძლება, მიიღოს მაქსიმუმ 50 000 ევრომდე დახმარება სამი წლის განმავლობაში, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია.
ახალი წესები ძალაში 2032 წლის ბოლომდე იქნება.
წყარო: პრაიმ ტაიმი