“ევროკავშირის კარი ასე ფართოდ ღია ადრე არასდროს ყოფილა და თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გააკეთოს ყველაფერი გაწევრიანებისთვის. მნიშვნელოვანია ფუნდამენტურ საკითხებზე კონცენტრირება – კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, შეხედონ ამ რეფორმებს ძალიან სერიოზულად. როგორც დასავლეთ ბალკანეთის მაგალითი გვაჩვენებს, ქვეყნები, რომლებიც რეალურ რეფორმებს ახორციელებენ, უფრო სწრაფად წევრიანდებიან ევროკავშირში, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლებიან. რეკომენდაციების შესრულებას მუშაობა სჭირდება და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მუშაობა უნდა იყოს ერთობლივი. პარლამენტმა, მთავრობამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ” | ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი
გერმანიამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა
გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის...










