– სასწრაფო დახმარების მედიკოსები მასობრივი გაფიცვას აანონსებენ.
გადაუდებელი დახმარების ექიმებმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან განმაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს. ისინი ადეკვატურ სამუშაო პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ.
ჩვენ გვაქვს გაფიცვის უფლება, მაგრამ არ ვიყენებთ მას, რადგან ვითვალისწინებთ მოსახლეობის მდგომარეობას. ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს. მინისტრთან გვქონდა კომუნიკაცია და შეგვპირდა, რომ გვექნებოდა ღირსეული ხელფასი. როგორც ხედავთ, დაპირებამ უშედეგოდ ჩაიარა.
იმ ზომამდე მიგვიყვანეს, რომ შესაძლოა, სასწრაფო გაიფიცოს. – აცხადებენ მედიკოსები.
მედიკოსებმა ჯანდაცვის მინისტრისგან ერთხელ შეხვედრის დაპირება უკვე მიიღეს, თუმცა დღეს მათ ზურაბ აზარაშვილი არ შეხვდა.