კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
წმინდა გიორგის ეკლესიაში ორიგინალური მხატვრობის ცვენის შემთხვებს ყოველდღიურად ვაფიქსირებთ კონკრეტულ ადგილებში, თუმცა ეს შემთხვევა განსხვავებულია, ამ დრომდე ერთი დღის მანძილზე ჩამოყრილი დეტალების მსგავსი რაოდენობა ( იმ ადგილებშიც სადაც აქამდე Არ შეგვიმჩნევია) პირველად დაგვხვდა.
?მას შემდეგ, რაც წირვა-ლოცვისთვის მთავარი ტაძარი დაიხურა, ზომით მცირე წმინდა გიორგის ეკლესიაში მომლოცველთა რაოდენობამ მოიმატა და ბოლო დღეებში ბათქაშის ცვენის ინტენსივობაც შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანების უნებლიე ზემოქმედებას უკავშირდებოდეს ( მისი მდგომარეობიდან გამომდინარე შეხებაც კი შესაძლოა ცვენას იწვევდეს).
❗იმ მიზნით, რომ მხატვრობის ისედაც დამძიმებული მდგომარეობა არ გაუარესდეს აუცილებელია ეკლესიაში ახლადშეტანილი ძელსკამების და სხვა ინვენტარის კედლებიდან, კოლონებიდან მოცილება და შემზღუდველი ლენტების გაბმა, ისე რომ სივრცე გადასაადგილებლად არ შეიზღუდოს და წირვა-ლოცვას არ შეეშალოს ხელი.
⭕აქვე, თუ რომელიმე ფარტო ფანტაზიის მქონე ჩინოვნიკი კვლავ შეეცდება ეს ფაქტიც ხარაჩოზე ბოდიალს დააბრალოს, მონასტრის პერსონალი აკვირდებოდა ჩვენს მოქმედებას და მეორედ თავის შერცხვენამდე შეგიძლიათ ჯერ მათ დაეკითხოთ.” – წერა თორნიკე ბარათაშვილი.