“რა საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ეს ულამაზესი პატარძალი, ჩვენი უსაყვარლესი 18 წლის ანა აღარ გვყავს. დღე დღეზე ყოველწუთს ბავშვს ელოდა, ჩემი მამიდაშვილის შვილი, ცხონებული მამა მარკოზის ქალიშვილი უეცრად გარდაიცვალა, ბავშვიც ვერ გადაარჩინეს. ეს რა თავზარი დამეცა, ეს რა შემატყობინეს. შოკში ვარ.”-წერს ოჯახის ახლობელი
მოგვიანებით გახდა ცნობილი რომ გოგო 22 წლის იყო. მას 22 წელი ახლახანს შეუსრულდა.
გარდაიცვალა ანა ბექაია მამა მარკოზის შვილი…. (8 თვის ფეხმძიმე იყო)
ჩემო ლამაზო დედოფალო ანა მაპატიე რომ შენი წარსულში მოხსენიება მომიწევს.
შენი პატარა ანგელოზით დამტკბარიყავი…
8 თვის ორსული ანა ბექაია რამდენიმე წუთის წინ თრომბით გარდაიცვალა
მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება.-წერს შოთო სიხარულიძე