LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა

დღეს წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა

დაპოსტა 2025/08/09-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის, წმინდა პანტელეიმონის ხატი. იგი ოცდაცხრა წლისა აღესრულა, საშინელი ტანჯვისა და გვემის დათმენის შემდეგ. 29 წელს იცხოვრა მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ სწორედ ამ ცხოვრების გამო დაიმსახურა უფლისაგან სასწაულმოქმედების ნიჭი და სახელი „პანტელეიმონ“, რაც ქართულად გამოითარგმანება, როგორც „ყოვლად მოწყალე”.

 

წმინდანი კურნავდა ავადმყოფებს ქრისტეს სახელითა და თავისი სამედიცინო გამოცდილებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. უსინათლოებს მისი მკურნალობით თვალები ეხილებოდათ, ხეიბრები დადიოდნენ და ადიდებდნენ ქრისტეს. პანტელეიმონ მკურნალი ავადმყოფებს ქრისტიანობას უქადაგებდა, რის გამოც დასაჯეს და თავი მოჰკვეთეს.

 

წმინდა მოწამე არა მხოლოდ სიცოცხლეში აღასრულებდა სასწაულებს, არამედ სიკვდილის შემდგომაც კურნავს ავადმყოფებს და მეოხია ყველასი, ვინც სარწმუნოებით მოუხმობს მის სახელს.

 

მადრიდში, მაცხოვრის ფერისცვალების სამეფო მონასტერში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სიწმინდე – სისხლი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონისა, რომელიც ყოველი წლის 27 ივლისს (ახლით 9 აგვისტო), მყარი მდგომარეობიდან კვლავ თხევად მდგომარეობას იღებს.

 

წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის უხრწნელი ნაწილები მთელს საქრისტიანოშია მიმოფანტული. წმინდა თავის ქალა ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

 

თბილისში ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში პატარა ეკლესიაა, სადაც წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ხატს მირონი სდის, რომლის ცხებითაც სასწაულებრივად განიკურნა უამრავი ადამიანი.

 

ლოცვა

 

„ჰოი, მკურნალო უვერცხლოო და ჩვენთა სალმობათა შემტყვებარო, წმიდაო დიდმოწამეო პანტელეიმონ, ლოცვითა შენითა მსწრაფლშეწევნადითა განაბრწყინვე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი. მღვდელთა და დიაკონთა ღმრთისმსახურებისა სიყვარული მოჰმადლე, სამონაზნოთა წესთა მაცხოვნებელი მღვიძარებაი მოანიჭე და ყოველთა მართლმადიდებელთა ცხოველსმყოფელისა სიყვარულისა ბჭენი განუხვენ, რაითა სულიერსა სიმრთელესა კვალადგებულნი და ღმრთისა სასუფეველსა შეწყნარებულნი ჩვენცა შენ თანა ვადიდებდეთ არარაისაგან კაცთა არსად მომყვანებელსა ღმერთსა, რომლისა არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში, ვეზუვის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარია – კვამლი ქალაქებამდე აღწევს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
იტალიაში, ვეზუვის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარია – კვამლი ქალაქებამდე აღწევს
მთავარი

იტალიის ქალაქ ნეაპოლთან, ვეზუვის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ძლიერი ხანძარია, დაკვამლიანება ქალაქებში აღწევს. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, თუმცა რთული რელიეფისა და ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების შეჩერება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ადგილობრივი...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

სისხლიანი გარჩევა გორში და 6 დაკავებული

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი დააკავეს.   ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სხვა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 11 პირი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი...

დაწვრილებითDetails

საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას.   „დონალდ ტრამპს, ილჰამ...

დაწვრილებითDetails

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს
მთავარი

„ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 და 5 წილისყრაში იქნება გათამაშებული,- ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე,...

დაწვრილებითDetails

ავარიას შუა ხნის ქალი ემსხვერპლა, მისი მეუღლე კი მძიმედ დაშავდა

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ხულოს მუნიციპალიტეტის მთა ზორტიყელთან ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი დაიღუპა, ხოლო ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.   ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში არის გადაყვანილი. მათი თქმით, სატვირთო ავტომობილით ცოლ-ქმარი გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა ბათუმში – დატბორილია ქუჩები, ავტომობილები, სახლები

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
ძლიერი წვიმა ბათუმში – დატბორილია ქუჩები, ავტომობილები, სახლები
მთავარი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.   განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჭაობის დასახლებაში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე.   წყალი საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და სარდაფებშიც შევიდა. უხვი ნალექის გამო,...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნენა 9 აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

ვერძი   იმისათვის, რომ მომავალში სანანებელი არ გახდეს თქვენი დღევანდელი ქმედება, კარგად გააკონტროლეთ ყოველივე. ნუ გადაერთვებით საქმიანობის ერთი სფეროდან მეორეზე, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ დაწყებულს.   კურო   მიზნის მისაღწევად,...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+19°.   ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+11°.   თელავი -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"