24 დეკემბერს ქართული ეკლესია იხსენებს ყოველთა წმიდათა – საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა. ყველა ქართველი წმინდანის ხსენებას ვდღესასწაულობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უამრავ ჩვენგანს ანგელოზის დღე გვაქვს.საქართველოს ეკლესია ამ დღეს ერთად იხსენებს მისი წიაღიდან გაბრწყინებულ ყველა წმინდანს. ქართველ ქრისტიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებს და მათგან ითხოვს მეოხებას.საქართველოს ისტორია გვანახებს, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.არავინ იცის, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ კელიებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.და აი ამიტომ, დედაეკლესიამ დააწესა ეს საოცარი დღე, რომ ერთად იზეიმოს ყველა ქართველის ხსენებამთელ საქართველოს სწყალობდეს და ფარავდეს ქართველ წმინდანთა ლოცვა-ვედრება.
“გახსენით დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ”-ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებით ემუქრება. „სამშაბათს ირანში ელექტროსადგურისა და ხიდის დღე იქნება, ყველაფრის ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით დაწყევლილი სრუტე,...










