თბილისის დროით 12:10 საათზე საქართველოში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 3.8 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი ისევ ქალაქ დედოფლისწყაროსთან დასავლეთით 2 კილომეტრში, სოფელი ლენინოვკა იყო.
12:08 საათზე ამავე ტერიტორიაზე 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ თბილისშიც.
ადგილობრივის თქმით, კედლები ზანზარებდა და საშინელი ხმა ჰქონდა
,,რამდენიმე წუთის წინ, კახეთში საშინელი მიწისძვრა მოხდა. ამ დროს ჩემს შვილს ველაპარაკებოდი ტელეფონზე, კედლებმაც კი ზანზარი დაიწყო, ისეთი საშინელი ხმა ჰქონდა. ძალიან შეგვეშინდა!” – ამბობს ადგილობრივი.
მანამდე, 08:10 საათზე, ასევე, მიწისძვრა მოხდა დედოფლისწყაროდან ჩრდილო-დასავლეთით. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.
არსებული ცნობით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.