LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცესკო – ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტს კიდევ უფრო აამაღლებს

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ

დაპოსტა 2025/08/18-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 153 ხელმძღვანელი პირი და 15 255 წევრი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში, ასევე ატვირთული იყო ცესკოს ვებგვერდზე.

ცესკო-ს ცნობით, სულ შემოვიდა 24 314 განაცხადი. კონკურსანტებიდან 9 117 საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი 15 197 კი კომისიის წევრობის კონკურსში.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს იხელმძღვანელონ კანონმდებლობის შესაბამისად და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს, რადგან კანონმდებლობით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლიდან რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით. გამოცდები ასევე ჩატარდა წელსაც. ამასთან, განხორციელდა საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტები, რომელიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია 19 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ავარიით დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ცნობილია 19 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ავარიით დაიღუპა
მთავარი

ლელიანში, ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა შაკო ზურაბიშვილია. როგორც ირკვევა, ახალგაზრდები მოტოციკლეტით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ღობეს შეეჯახნენ. ახლობლების ცნობით, შაკო ზურაბიშვილთან ერთად მყოფი ახალგაზრდა კლინიკაში, მსუბუქი დაზიანებებით არის მოთავსებული. მის სიცოცხლეს...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ქალმა საქმრო დაჭრა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. კერძოდ, პოლიციამ მარნეულში დააკავა ქალი, რომელმაც საქმრო დაჭრა - ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ქალი შინაგან...

დაწვრილებითDetails

დღეს საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 41 წლის გახდებოდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
“ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა.”გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე
მთავარი

18 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა. მას დღეს 41 წელი შეუსრულდებოდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად მშობლიურ ქვემო ალვანში სამხედროები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და...

დაწვრილებითDetails

ავარია ლელიანში – დაღუპულია 19 წლის ბიჭი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ლელიანში, ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლი, რომლითაც  2 ახალგაზრდა გადაადგილდებოდა, ღობეს შეეჯახა, რის შემდეგადაც 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ხოლო თანმხლები პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლობლების ცნობით, მეორე ახალგაზრდა კლინიკაში, მსუბუქი...

დაწვრილებითDetails

“მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიმართული ” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
“მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიმართული ” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
მთავარი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, მათ შორს უკრაინისთვის დახმარების გაზრდით, რათა მოსკოვი აიძულონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დათმობებზე წავიდეს. Reuters-ის ინფორმაციით, ვადეფულმა ამის...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორ პირს - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს, თბილისში,...

დაწვრილებითDetails

“ზელენსკის შეუძლია რუსეთთან ომი დაუყოვნებლივ დაასრულოს” – ტრამპი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია რუსეთთან ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს, თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „გაიხსენეთ, როგორ დაიწყო...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდს მატარებელმა ფეხზე გადაუარა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული,...

დაწვრილებითDetails

” პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დასახელდება ე.წ. სისტემურ ოპოზიციის მხრიდან კანდიდატებად” -ირაკლი ფავლენიშვილი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს – ირაკლი ფავლენიშვილი
მთავარი

პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დასახელდება ე.წ. სისტემურ ოპოზიციის მხრიდან კანდიდატებად - ისინი კვლავ თვითდაზიანების პროცესში არიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან თვითმმართველობის არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია...

დაწვრილებითDetails

ამერიკული მედია დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრების გრაფიკს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2025
0
ამერიკული მედია დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრების გრაფიკს აქვეყნებს
მთავარი

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა დღეს, ვაშინგტონის დროით 13:15 საათზე (თბილისის დროით 21:15 საათზე) დაიწყება, - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, მოლაპარაკებები დაახლოებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"