საქართველოს პარლამენტის ცნობით, დღეს, 24 მარტს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების დამატებითი ზომები იქნება მიღებული. განცხადების თანახმად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.
“მიმდინარე წლის 24 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”,- ნათქვამია განცხადებაში.