დღეს, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 200 მედესანტე ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე პარაშუტით დაეშვა.
ელჩი კელი დეგნანი საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან და სხვა საპატიო წარმომადგენლებთან ერთად საჰაერო-სადესანტო დაშვებას ადგილზე დააკვირდა და მედესანტეებს მიესალმა.
„ღირსეული პარტნიორი 2020” არის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის მიერ ერთობლივად მართული სამხედრო სწავლება, რომელსაც ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელი ბაზები მასპინძლობს საქართველოში.
7-18 სექტემბერს გამართულ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 2,800 სამხედრო პირი საქართველოდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.