LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დღეს აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა-თენგიზ ფხალაძე

დაპოსტა 2020/11/10-ში
177
ნახვა
გაზიარება

დღეს აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა, რითაც გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო ხელში, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.

როგორც ფხალაძე აღნიშნავს, ყარაბაღის კონფლიქტი ამით არ დამთავრებულა. ამასთან, საქართველოსთვის არსებული სიტუაცია დამაფიქრებელი უნდა იყოს.

„ახალი სურათი მივიღეთ რეგიონში გუშინდელის მერე. რუსეთმა მშვენივრად მოირგო სამშვიდობოს მანტია. რეალურად მოხდა ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნდნენ აზერბაიჯანში. ჰეიდარ ალიევის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას გაბალაში სამხედრო სადგურის დახურვის შესახებ და მას შემდეგ რუსეთის სამხედრო ობიექტები აზერბაიჯანში აღარ არსებობდნენ. დღეს მათ მიიღეს ის სტატუსი, რაც მათ საშუალებას აძლევს შევიდნენ აზერბაიჯანში. გუშინ, შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში სამშვიდოების ტერიტორიაზე შევლა ნიშნავს იმას, რომ ამისთვის რუსეთი დიდი ხანია ემზადებოდა. თავისთავად ცხადია, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო, მიიღო ის, რაც მას სჭირდებოდა. კერძოდ, ის, რომ აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლება ვალშია რუსეთთან. მეორე მხრივ, მან დაანახა სომხეთს, რომ მცდელობები, გამოსულიყო რუსეთის გავლენის სფეროდან, ფაშინიანს არ გამოუვიდა.

აზერბაიჯანმა კი დაიბრუნა რამდენიმე რეგიონი, რაც ალიევისთვის დიდი პლუსია. საუბარია იმაზე, რომ კიდევ მეტს დაიბრუნებს, რადგან შეთანხმებაში გაწერილია დეკემბრისთვის რა უნდა გადაეცეს აზერბაიჯანს.

დღევანდელ დღეს აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა. ამასთან, ყარაბაღის კონფლიქტი ამით არ დამთავრებულა. სამწუხარო რეალობა ეს არის. დღეს გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო რუსეთმა ხელში. როცა ადგილზე მისი სამხედრო კონტინგენტია წარმოდგენილი, მას ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა პროვოკაცია გაათამაშოს. ამის გათამაშება რომ შეუძლია, ნანახი გვაქვს ცხინვალშიც, აფხაზეთსიც და ყარაბაღშიც, მაგრამ აქამდე ყარაბაღში რუსეთი არ იდგა. ეს პროვოკაციები შეუძლია გაათამაშოს როგორც რომელიმე ერთი ქვეყნის, ასევე ორი ქვეყნის წინააღმდეგ.

ვსაუბრობთ ყარაბაღზე და გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ამ შეთანხმების, ეს გახლავთ ის ვიწრო დერეფანი, რომელმაც აზერბაიჯანი თავის მოწყვეტილ ნაწილთან, ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს. ამ დერეფანს ასევე გააკონტროლებენ რუსები, ოღონდ არა შეიარაღებული ძალები, არამედ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ნაწილები, ესეც მნიშვნელოვანია ამ საერთო კონტექსტში. ამასთან, ის, რომ გუშინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, არ ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება უზადოდ შესრულდება“, – განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება სომხეთს, როგორც ფხალაძე ვარაუდობს, სომხეთში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა გუნდი, რომელიც უფრო მეტად იქნება მორჩილი და შემსრულებელი იმ ნების და ბრძანებების, რომელიც კრემლიდან წამოვა.

„ფაშინიანი უკვე დაისაჯა იმ განცხადებებისთვის, რომელიც მან თავის დროზე გააკეთა და შემდგომშიც სერიოზული შეცდომები დაუშვა, როდესაც რუსეთის და რადიკალების ვითომდა გულისმოგება სცადა, როდესაც გააკეთა განცხადებები, რომ ყარაბაღი სომხეთია. მისმა დაშვებულმა შეცდომებმა მიიყვანა ვითარება შეიარაღებული კონფლიქტის განახლებამდე. ფაშინიანის პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დამთავრებულია, შემიძლია ეს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო. ვინ აიღებს სომხეთში პასუხისმგებლობას, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ის ხელისუფლება, რომელიც დამყოლი და რუსეთის მითითებების შემსრულებელი იქნება“, – განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება რეგიონში არსებული სიტუაციის გავლენას საქართველოზე, როგორც ფხლაძე ამბობს ყარაბაღის კონფლიქტი ჩვენთვის ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს.

„ჩვენთვის ძალიან დამაფიქრებელია რუსეთის პოზიციების გაძლიერება რეგიონში და კიდევ ერთხელ ნიშანი იმისა, რომ მეტრი ძალისხმევა უნდა გვქონდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში, მეტი ძალისხმევა საერთაშორისო დაცვის გარანტიების მოსაპოვებლად და მეტი ძალისხმევა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისათვის. ამ სიტუაციაში საქართველოს დაცულობის, უსაფრთხოების გარანტია არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა დასავლეთთან, წარმატებული ნაბიჯები ნატო-სკენ, რომელიც უნდა მოხდეს. დღეს არ არსებობს არანაირი საერთაშორისო ხელშეკრულება, საერთაშორისო გარანტიები, რომელიც გვიცავს. მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამებზე და მეტი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-ს სხვა წევრ სახელმწიფოებთან. ეს არის ერთადერთი გარანტია, რამაც შეიძლება საქართველოს მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანოს. საქართველოს სტრატეგია – ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიხედოს, უნდა გაძლიერდეს ტაქტიკური ნაბიჯები და გახდეს უფრო ინტენსიური, უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური. გავითვალისწინოთ ის, რომ რუსეთი ძლიერდება რეგიონში და ჩვენ უფრო სწრაფები, მოქნილები უნდა ვიყოთ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია, ამისთვის კი აქ არსებული სიტუაცია სწორად უნდა ავხსნათ და დავანახოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. რუსეთმა შეარჩია ფანტასტიური დრო, როდესაც ყარაბაღისთვის არავის ეცალა, როდესაც ამერიკაში არჩევნებია, როცა გერმანია ემზადება არჩევნებისთვის, როცა მსოფლიოს ყურადღება პანდემიაზეა გადატანილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დიპლომატიის აქტიურობა, რომ მაქსიმალურად აქტიურად ვიყოთ წარმოჩენილი მსოფლიოს და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში“, – განაცხადა ფხალაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეთანხმებას ხელი გუშინ მოეწერა. 9-პუნქტიანი შეთანხმება დღედან ცეცხლის შეწყვეტას, აზერბაიჯანისთვის კონკრეტული ტერიტორიების გადაცემასა და ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდოების განთავსებას ითვალისწინებს.

გაზიარება71

დაკავშირებული -პოსტები

“საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა” – ევროპარლამენტარი

თებერვალი 25, 2026
0
მთავარი

ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა. მან ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის წარდგენისთვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თებერვალი 25, 2026
11
მთავარი

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით გარდაიცვალა ფიზიკის პედაგოგი თამარ ცინცაძე. სსიპ ქ. ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის ფიზიკის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პროტესტია

თებერვალი 25, 2026
72
მთავარი

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის წინ აქციაა. მოსწავლეები და მშობლები სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.   გათავისუფლების მიზეზად კი , როგორც ნატალიას მეგობარი მზია კახაძე წერს მოსწავლეების საჩუქარი...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როგორი ამინდი იქნება 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე

თებერვალი 25, 2026
32
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. მათივე ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

თებერვალი 25, 2026
47
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N...

დაწვრილებითDetails

დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია

თებერვალი 25, 2026
25
მთავარი

25 თებერვალი არის დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს...

დაწვრილებითDetails

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

თებერვალი 25, 2026
185
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, არაგაბარიტული ტვირთების...

დაწვრილებითDetails

“105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას”- პაპუაშვილი

თებერვალი 25, 2026
9
მთავარი

105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია, ასევე ცხადია მისი შინაარსიც, – ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

” ბრიტანეთის ელჩი ითხოვს, არ შემოვიტანოთ რუსული გაზი თუ ბენზინი, მისი პასუხია: „ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენც ძვირი გადაიხადეთ“-შალვა პაპუაშვილი

თებერვალი 25, 2026
16
მთავარი

გუშინ, მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად, ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბრიტანეთის ელჩის...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ-შსს

თებერვალი 25, 2026
34
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ, - ამის შესახებ სუს-ის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».