დღეს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
ამ დღეს, 2008 წელს, რუსეთის არმიამ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო.
ომის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 412 მოქალაქე – მათ შორის, 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი.
დაშავდა 1 747 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი ითვლება 10 სამხედრო და 14 პოლიციელი.
კონფლიქტის მსვლელობის დროს დაიღუპა სამი და დაიჭრა 12 ჟურნალისტი.
ომის შედეგად საცხოვრისი იძულებით შეიცვალა დაახლოებით 192 ათასმა ადამიანმა. მათგან 30 000-მდე ამ დრომდე დევნილობაში რჩება
დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია