LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“დღემდე არავინ იცის საიდან აიღო, სეიფიდან თუ საიდან” -ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე

დაპოსტა 2025/10/27-ში
64
ნახვა
გაზიარება

ვიცით, რომ დაუდევრად მედო იარაღი? [რიჟვაძეს იარაღი] სეიფიდან რომ არ აქვს გამოღებული, რა ვიცით? – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.

საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ მომხდარის შესახებ ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ ალექსი ახვლედიანი იარაღს „დაუდევრად ინახავდა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“.

„ვიცით, რომ დაუდევრად მედო იარაღი? სეიფიდან რომ არ აქვს გამოღებული, რა იცით? სადაც ვარ, ყველა სახლში სეიფი მაქვს, სეიფიდან გამოღებული რომ არ არის იარაღი რა ვიცით? დღემდე არავინ იცის საიდან აიღო, სეიფიდან, თუ საიდან. რა დროს აიღო მართლა, რეალურად არავინ იცის. ერთი ფაქტი არ არსებობს, საიდანაა აღებული. ჩანთაში მედო სეიფის გასაღებები, იქნებ იქიდან აიღო გასაღები? კაცმა არ იცის“, – განაცხადა ახვლედიანმა.

დღევანდელ სხდომაზე საქმის გამომძიებელი უნდა დაეკითხათ, თუმცა, ის დაცვის მხარემ უდაოდ უცნო. ამასთან, ბრალდების მხარე სამედიცინო, ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებს ელოდება.

სხდომა 11 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩატარდება.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.

ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება

სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ოქტომბერი 29, 2025
110
მთავარი

ბათუმის სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო. როგორც ყოფილი დეპუტატის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე პროკურატურის მტკიცებულებებიდან...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ოქტომბერი 29, 2025
975
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ოქტომბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში,...

დაწვრილებითDetails

დავით ტაბიძეს 300 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოქტომბერი 29, 2025
84
მთავარი

სასამართლომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთს ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ვალუტის განახლებული კურსი 30 ოქტომბრისთვის

ოქტომბერი 29, 2025
217
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7154 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7212 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 29, 2025
69
მთავარი

2025 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა.სხდომას ესწრებოდნენ:1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა...

დაწვრილებითDetails

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაჯარიმდებით

ოქტომბერი 29, 2025
148
მთავარი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
326
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
596
მთავარი

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი, ბავშვთა ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე. ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – რა ღირს 1 გრამი

ოქტომბერი 29, 2025
7k
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი მესამე დღეა კლებას განაგრძობს. თბილისის დროით 22:00 საათის მდგომარეობით, ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 3 964 დოლარად ივაჭრება. მიუხედავად იმისა, რომ დღის ჭრილში ფასი 1.02%-იან კლებას აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

სექტემბერში 100-ლარამდე ხელფასი 10 516 ადამიანს ჰქონდა

ოქტომბერი 29, 2025
127
მთავარი

2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3%-ით შემცირდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში 100-ლარამდე ხელფასი 10 842 ადამიანს ჰქონდა, სექტემბერში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».