დღეიდან საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია იწყება. როგორც ცნობილია აცრას ამ ეტაპზე მხოლოდ რისკჯგუფში მყოფ, ქრონიკული დაავადების მქონე 12-დან 15 წლამდე ბავშვს გაუკეათებენ. მოზარდებს მხოლოდ ,,ფაიზერის” ვაქცინით აცრიან.
,,12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე”, – თქვა თამარ გაბუნიამ.