კონფლიქტის დასრულებაზე წინასწარ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რუბიოს თქმით, “ჩვენ არ ვაპირებთ ამ კონფლიქტის დასრულებაზე წინასწარ მოლაპარაკებებს”.
სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ “ეს ისეთი რაღაცებია”, რაც “მძიმე და დიპლომატიით ხდება დახურულ ოთახებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში”.
“კონფლიქტის დასასრულებლად, ყველა, ამ კონფლიქტში, თანახმა უნდა იყოს ამაზე, მისაღები უნდა იყოს მათთვის…
დღევანდელი დღე გრძელი და რთული გზის პირველი ნაბიჯია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, “დღევანდელი შეხვედრის მიზანი” იყო გაჰყოლოდა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინს შორის გასულ კვირას გამართულ სატელეფონო საუბარს და “ჩამოეყალიბებინა კომუნიკაციის ეს ხაზები”.