“სხვათაშორის მომენატრა კალათბურთის თამაში, დღეს პირველად ვცადე ფარში სროლა მოძრაობაში. დუდუ დადიანზე იყო კიდე ისეთი მომენტი დაძაბული მოედანზე შესვლა რომ გინდა და ვერ შედიხარ მაგ დროს ძალიან რთულია გვერდიდან ყოფნა და იმედი მაქვს რომ ნოემბრის შუა რიცხვებიდან საშუალება მომეცემა აქტიურად ჩავერთო სათამაშო პროცესში”_ საკალათბურთო კლუბ “რუსთავის” კაპიტანი კაკი დვალიშვილი.
ამონარიდი გადაცემიდან “შუადღე ქუთაისში” .
შეგახსენებთ რომ კაკი 5 წლის მანძილზე “ქუთაისი 2010″_ის ღირსებას იცავდა ,სეზონის მიწურულს კი მშობლიურ რუსთავს დაუბრუნდა. ახალ კლუბში გადაბარგებას წინ კალათბურთელის ტრამვა უძღოდა ,რომელიც იმდენად სერიოზული აღმოჩნდა რომ რეაბილიტაცია 6 თვე გრძელდება. გადაცემა “შუადღე ქუთაისში” კაკი დვალიშვილს მოედანზე მალე დაბრუნებას უსურვებს.