“ისრაელი უკვე ფაიზერის მე-4 დოზაზე გადავიდა და საქართველო კიდევ მსჯელობს, დაუშვას თუ არა “ფაიზერის” მე-3 დოზა 3 თვეში! დრო არ იცდის”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
პროფესორის თქმით, გადაწყვეტილება დროულად არის მისაღები.
“მსჯელობის დრო არ არის (იმსჯელეთ ეს ბოლო 2 წელია და შედეგიც სახეზეა).
მივიღოთ პრაგმატული გადაწყვეტილება, მარტივად გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც არის ისრაელში და მორჩა. არ დამიწყოთ ახლა, რომ საქართველოში უფრო ძლიერი მეცნიერები და ექსპერტები არიან, ვიდრე ისრაელში. ზღაპრებს თავი დაანებეთ.
გადავიდეთ ფაიზერზე (ჩამოვიტანოთ მოდერნა).
ბუსტერი მხოლოდ ფაიზერით ყველასთვის ყოველ 3-4 თვეში, სანამ ახალი მოდიფიცირებული ვაქცინები არ იქნება ხელმისაწვდომი.
სამედიცინო პირბადე, დისტანცია, გაანიავეთ შენობები, იყავით პოზიტიურები, სწორი და მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან.
ყველა სკეპტიკოსი დაპატიჟეთ და დაელაპარაკეთ (ტვ შოუ ოღონდ არ გვინდა) ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.