დროშა ჩამოვარდა , კიდო ვერ დაკიდენ .. მზეჭაბუკები – ამ სათაურით სოციალურ ქსელში ფოტოს ლაშა ბერეკაშვილი ავრცელებს.
ფოტოში ჩანს რომ, ქუთაისში ქალაქის შემოსასვლელში არსებული მთავარი დროშა ქარის გამო ჩამოვარდა. ეროვნული სიმბოლიკა, ქუთაისში ზოგჯერ ქარს მიაქვს, ხან კიდევ ქარი აზინებს და მერია ხსნის.
47 მეტრიანი დროშის სადგარი კი ძირითადად დროშის გარეშეა აღმართული. აღნიშნული დროშის მონტაჟისთვის მერიამ ტენდერი 6-ჯერ გამოაცხადა, ქალაქის ბიუჯეტს კი დროშის აღმართვა 65 ათასი ლარი დაუჯდა.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ დროშა არ ჩამოვარდნილა და დროებით ჩამოხსნეს. ახლა კი ისევ აღმართულია.